გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ავიაგადამზიდავი British Airways-ი და Qatar Airways-ი პარტნიორობას აფართოებენ, რის შედეგადაც ფრენებს დამატებით 42 ახალ ქვეყანაში შეასრულებენ. ჯამში 185-მდე გაიზრდება იმ მიმართულებების რაოდენობა, რომელსაც ორი ავიაკომპანია მსოფლიოს 60 ქვეყანაში დაფარავს.
ახალ ქვეყნებს შორისაა იტალია, ნორვეგი, სინგაპური, შვედეთი, მალდივები. პარტნიორობის შედეგად, მგზავრები მიიღებენ ხელსაყრელ შეთავაზებებს გადასაჯდომ რეისებზე სხვადასხვა მიმართულებით ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ოკეანეთში.