ბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პილოტების გაფიცვის გამო ასობით ფრენას აუქმებს. შედეგად, ავიაგადამზიდავი საოპერაციო გამოწვევების წინაშე დგას. პილოტები, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 2 ოქტომბერს, ერთი დღით გაიფიცნენ. ავიაკომპანიის ცნობით, აქციამ, სულ მცირე, 30 ათასი მგზავრის სამოგზაურო გეგმები ჩაშალა.
Eurowings-გერმანიის პილოტები, ქვეყანაში გაძვირებული საცხოვრებელი ხარჯების გათვალისწინებით, ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენჯერმე გაიფიცნენ. ამასთანავე, ისინი დასვენების დამატებით დღეებს და ცვლაში სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.