გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი 2025 წლის ნოემბრიდან მგზავრებს შესთავაზებს Premium BIZ სავარძლების სერვისს, რაც გერმანული ავიაკომპანიების მგზავრებს აქამდე არ უნახავთ.
პილოტური პროექტის ფარგლებში, ავიაკომპანია ვიწრო კორპუსიან Airbus A320neo თვითმფრინავში რვა სრული ზომის ბიზნეს კლასის სავარძელს დაამონტაჟებს და სავარძლების განლაგებას 3+3-დან ზედიზედ 2+2-მდე შეცვლის.
ამჟამად, ევროპული ავიაკომპანიები საშუალო მაგისტრალურ ფრენებზე თვითმფრინავებში ბიზნეს კლასს სთავაზობენ, რაც არსებითად განახლებული ეკონომ კლასია. ბიზნეს კლასის მგზავრები სალონის წინა ნაწილში სტანდარტულ ეკონომ ადგილებზე სხედან, შუა ადგილი კი ცარიელი რჩება.
Eurowings-ის აღმასრულებელი დირექტორის, იენს ბიშოფის თქმით, ახალი ბიზნეს კლასის ადგილებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბიზნეს მოგზაურებსა და ტურისტებს საშუალო მანძილის ფრენებზე კომფორტის სრულიად ახალ დონეს შესთავაზებს.
თავდაპირველად Eurowings-ი ახალ სერვისს ბერლინი-დუბაის მარშრუტზე გამოცდის. ეს რეისი საშუალო მანძილის A320neo თვითმფრინავით განხორციელდება, თუმცა ფრენის ხანგრძლივობა 6.5 საათი იქნება.
პილოტური პროექტის ფარგლებში, გერმანული ავიაკომპანია სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას გეგმავს – მგზავრების გამოხმაურება, ადგილების დაკავებულობის მაჩვენებელი, მომგებიანობა.
ყველა მონაცემი გადაეცემა Lufthansa ჯგუფის შემავალ ავიაკომპანიებს. თუ მომხმარებლები დადებითად გამოეხმაურებიან ახალ პროდუქტს, სხვა ავიაკომპანიებმაც შეიძლება Eurowings-ისმაგალითი გამოიყენონ. Lufthansa ჯგუფის ფარგლებში, საპილოტე პროექტი გავლენას მოახდენს საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავების სალონის განლაგების არჩევანზე, რომელთაგან ათობით ხომალდი მომდევნო წლებში იქნება მიწოდებული.