ბოლივიის ავიაკომპანია Boliviana de Aviación (BoA)-ის თვითმფრინავს ფრენისას უჩვეულო ინციდენტი შეემთხვა — ჩიტთან შეჯახებამ მგზავრის ფანჯრის გარე მინა დააზიანა.
შემთხვევა მოხდა ლა-პასიდან სანტა-კრუზში განხორციელებული შიდა რეისის დროს, როცა Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი უკვე დაშვების ფაზაში იმყოფებოდა.
დაზიანება მეცხრე რიგის მოპირდაპირე ფანჯარაზე დაფიქსირდა – მგზავრებმა შეატყობინეს ეკიპაჟს ძლიერი დარტყმის ხმაზე, რის შემდეგაც ფანჯარაზე ბზარი გაჩნდა. მიუხედავად ინციდენტისა, ეკიპაჟმა ფრენა განაგრძო და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა სანტა-კრუზში.
ავიაკომპანიის განმარტებით, ფანჯრის მხოლოდ გარე შუშა დაზიანდა, რაც სამფენიანი ფანჯრების სტრუქტურიდან გამომდინარე, მგზავრების უსაფრთხოებას არ დაემუქრა.