Eurocontrol-ის კვლევების მიხედვით, 20 წლის შემდეგ ევროპის უმსხვილესი აეროპორტები, საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციის გამო, უკიდურესად გადატვირთული იქნება. Eurocontrol-ში აღნიშნულის მიზეზად უმეტესწილად „ლოუკოსტერების“ ქსელის განვითარებითა და სიხშირეების ზრდით ხსნიან.

ექსპერტები 2040 წლისთვის 4 მლნ-ზე მეტ ავიარეისს პროგნოზირებენ, რაც საშუალოდ 360 მლნ მგზავრს გულისხმობს.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში აეროპორტებში რეისების დაგვიანების საშუალო მაჩვენებელი 20 წუთი იქნება, ხოლო 1 საათზე მეტი დაგვიანებით განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა კი დღევანდელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, რაც თავის მხრივ 0.5 მლნ მგზავრს შეეხება.

Eurocontrol-ში პრობლემის მოგვარებას აეროპორტების გაფართოებაში ხედავს, რასაც თავის მხრივ ევროპის სახელმწიფოების მზაობაც სჭირდება.

კვლევის ავტორები პრობლემის მოგვარების გზად ავიარეისების შემცირებაში და სანაცვლოდ ბორტზე სავარძლების დამატებაში ხედავს.