მთავარი რეიტინგები EUROCONTROL-ი ფრენების რაოდენობის 55%-იან ვარდნას პროგნოზირებს

EUROCONTROL-ი ფრენების რაოდენობის 55%-იან ვარდნას პროგნოზირებს

197

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) საჰაერო მიმოსვლის პროგნოზს გადახედა.

ორგანიზაციის ახალი სცენარის მიხედვით, რომელიც 2021 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს, 2019 წელთან შედარებით ფრენების რაოდენობის 55%-იან ვარდნას ვარაუდობს.  მთლიანობაში ეს 6 მლნ-ით ნაკლებ ფრენას ნიშნავს.

როგორც ევროკონტროლის გენერალური დირექტორი ეამონ ბრენანი ამბობს, საავიაციო სექტორი უკან-უკან მიდის.

„ეს ნამდვილად შემაშფოთებელია მთელი ინდუსტრიისთვის. EASA- ს (ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) და ECDC- ს (დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი) მითითებების მიუხედავად, სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა საჰაერო მიმოსვლის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენი ამჟამინდელი სტატუსის ახალი სცენარი შეიძლება გაუმჯობესდეს, თუკი ქვეყნებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია იქნება, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ საჰაერო მგზავრობას ჰარმონიზირებული ტესტირებისა და ეპიდემიოლოგიური შეფასების საერთო კრიტერიუმების გამოყენებით.  

ამავე დროს, შესაძლოა ეს პროცესი კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ სახელმწიფოები გააგრძელებენ საბანკო შეზღუდვებისა და საკარანტინო ზომების დაწესებას – ეს მიდგომა კლავს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიას. მივესალმებით ევროკომისიის წინადადებებს ჰარმონიზაციის შესახებ და ვურჩევთ ყველა მხარეს, მიიღონ ისინი,“ – აღნიშნავს ეამონ ბრენანი.