ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 14:00 საათიდან ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადავა. შემზღუდველი ზომები სამ კვირას გასტანს.
• სკოლები და საბავშვო ბაღები მუშაობას 18 სექტემბერს შეწყვეტენ.
• რესტორნები, კაფეები და სავაჭრო ცენტრები დაიხურება.
• სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები დაიხურება.
• ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება.
• გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს.
• შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
• საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ.
• შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.
• საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება.