ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, მეორე კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.1%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია შიდა ფრენების რაოდენობის მატება, რომელიც EUROCONTROL-ის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების რაოდენობა შემცირებულია 11%-ით, რაც პაკისტანი – ინდოეთის კონფლიქტის შედეგად, პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით არის განპირობებული.