დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისარის ოფისი ავიაკომპანია British Airways-ის მფლობელს, ჰოლდინგ IAG-ს 230 მლნ დოლარანი ჯარიმა ემუქრება, რადგანაც ჰაკერებმა მოახერხეს და ავიაკომპანიის 0.5 მლნ-მდე კლიენტის პირადი მონაცემები მოიპარეს.

“დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ ავიაკომპანია 230 მლნ დოლარით დააჯარიმოს, რადგანაც ჰაკერული თავდასხმების შედეგად  British Airways-ის კლიენტთა პირადი მონაცემების გაჟონვა მოხდა. აღნიშნული ფაქტი, ევროკავშირში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კომპანიას აიძულებენ, ჰაკერული თავდასხმების წინააღმდეგ, თავდაცვის ზომები გააძლიეროს”, აცხადებს რეგულატორი.

დიდი ბრიტანეთის ინფორმაციის კომისარის ოფისში განმარტავენ, რომ საუბარია 2018 წლის ივნის-სექტემბერში ავიაკომპანიის მგზავრთა პირადი მონაცემების დატაცებაზე.

ამ პერიოდში საიტის ტრაფიკი გადამისამართებული იყო ყალბ ვებ-გვერდზე, საიდანაც აგროვებდნენ ავიაკომპანიის კლიენტების პირად მონაცემებს. უფრო კონკრეტულად კი ინფორმაციას British Airways-ის კლიენტების ID-ზე და პაროლზე, ასევე საბანკო ბარათის მონაცემებზე და სხვა ყველა ინფორმაციაზე, რასაც კლიენტი ავიაბილეთის შეძენისას იყენებს.

თავის მხრივ British Airways-ი აცხადებს, რომ მისი საიტი 2018 წლის 21 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში იყო “გატეხილი”, რაც საშუალებას მისცემდა ჰაკერებს, რომ 380 ათას ტრანზაქციაზე ჰქონოდა.