გერმანიის ფედერალური პოლიციის პროფკავშირები ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის (EURO 2024) დროს ქვეყანაში დრონების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ Bild-ი წერს.
”დრონები ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა! ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და მის მიმდინარეობის პერიოდშიც საჭიროა ქვეყნის მასშტაბით დრონით ფრენების აკრძალვა“, – თქვა პოლიციის გაერთიანების პროფკავშირების ხელმძღვანელმა ანდრეას როსკოფმა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.