სამმა არაბულმა ავიაკომპანიამ საკუთარ მგზავრებს 150 ათასი ევროს ფარგლებში COVID-19-ზე დაზღვევა შესთავაზა. დაზღვევა სამედიცინო ხარჯების გარდა, კარანტინის პერიოდში საცხოვრებელი ბინის ხარჯსაც  ითვალისწინებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways-მა საკუთარ მგზავრებს უფასოდ COVID-19-ზე დაზღვევის სერვისი შესთავაზა. ანალოგიური სერვისი მგზავრებს უკვე შესთავაზეს Emirates-მა და flydubai-მ.

სადაზღვეო პაკეტი ითვალისწინებს, 150 ევროს ფარგლებში სამედიცინო მომსახურეობას, 14 დღის განმავლობაში, დღეზე 100 ევროს მოცულობის კარანტინის ხარჯებს. დაზღვევა აქტიურია იმ შემთხვევაში თუ კლიენტს COVID-19-ის დიაგნოზი სახლიდან შორს მოგზაურობის დროს დაესვა. დაზღვევა არ ითვალისწინებს ასევე PCR ტესტის საფასურს. 

აღნიშნულ სერვისს Etihad Airways-ი სადაზღვეო კომპანია AXA-თან პარტნიორობით ანხორციელებს და სერვისი აქტიურია 2020 წლის 31 დეკემბრამდე.