ავიაკომპანია Etihad Airways-ი პრემიუმ კლასის მგზავრებს სთავაზობს ახალ სერვისს, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება WhatsApp-ის საშუალებით შეეძლებათ.
სერვისი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. სერვისის მეშვეობით მგზავრს შესაძლებლობა ეძლევა კომპანიის წარმომადგენელს ფრენასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვა დაუსვას.
აღსანიშნავია, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების გადამზიდავი კლიენტსა და კომპანიის წარმომადგენლების კონტაქტისთვის უკვე წარმატებით იყენებს სხვა სოციალურ ქსელებს, მათ შორის Twitter-სა და Facebook-ს.