Etihad Airways-მა განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულისთვის ექსპლუატაციაში Airbus A380-ებს აბრუნებს, რათა დააბალანსოს 2023 წლის ზაფხულის განრიგის საჭიროებები.

Etihad Airways-ის გარდა ცაში Airbus A380-ების დაბრუნებას სხვა ავიაკომპანიებიც გეგმავენ, ნაწილმა უკვე დააბრუნა კიდეც. ეს კი იმ ფონზე ხდება, რომ 2-3 წლის წინ კომპანიებმა აღნიშნული ლაინერები მიწაზე დიდი ხარჯი გამო დააბრუნეს.

Etihad იქნება მე-10 ავიაკომპანია, რომელიც A380-ით ფრენებს დაუბრუნდება. სხვა ოპერატორების სია, რომელიც ამ ორსართულიანი სამგზავრო ლაინერით მოახდენენ ოპერირებას: All Nippon Airways, Asiana Airlines, British Airways, Emirates, Korean Air, Lufthansa, Qantas, Qatar Airways, Singapore Airlines.