ეთიოპიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ნებისმიერი ფორმითა და რაოდენობით ყავის გამოტანა აკრძალა. შეზღუდვა ეხება ავიაკომპანიის მგზავრებსაც
„ეთიოპიის საბაჟო ორგანოების მიერ ახალი შემოღების გამო, დროებით აკრძალულია ეთიოპური ყავის ექსპორტი საჰაერო მგზავრების მიერ ნებისმიერი ფორმით და რაოდენობით. მოგზაურობის დაგეგმვისას, ეთიოპიის აეროპორტში უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია“, – გააფრთხილეს სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებმა ეთიოპიაში მიმავალი საკუთარი მოქალაქეები.
ყავა ითვლება ეთიოპიის მთავარ საექსპორტო კულტურად. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ეთიოპია ყავის წარმოების კუთხით აფრიკის ქვეყნებს შორის ლიდერია და წარმოების მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ქვეყანა მხოლოდ ბრაზილიას, ვიეტნამს, კოლუმბიას და ინდონეზიას ჩამორჩება.