უკვე მომავალ წელს, ველოსიპედისტებს შეეძლებათ ახალი მარშრუტის გავლა ბალკანეთის რვა ქვეყანაში. მარშრუტის საერთო სიგრძე დაახლოებით 2000 კმ-ია.

ველომარშრუტი Trans Dinarica გაივლის საოცარი სილამაზის ადგილებს: ხშირი ტყეები, კლდოვანი მთები, თვალწარმტაცი სანაპირო ზოლები და ეროვნული პარკები. გზა რვა ქვეყანას დააკავშირებს: მონტენეგრო, სლოვენია, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, ალბანეთი და კოსოვო.

მარშრუტის გასწვრივ ველოსიპედისტებს ექნებათ წვდომა ნავიგაციის დეტალურ ინფორმაციაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს დაგეგმონ მოგზაურობის თითოეული ეტაპი: ყველა კულტურული ადგილი, ეროვნული პარკი, სასტუმროები, რესტორნები, გასაჩერებელი საუკეთესო ადგილები და მრავალი სხვა. ეს იქნება პირველი ასეთი რესურსი ველომოყვარულებისთვის, რომლებსაც დასავლეთ ბალკანეთის აღმოჩენა სურთ.

მარშრუტის ერთ-ერთი შემქმნელის თქმით, ველომარშრუტი დიდ ქალაქებზე არ გაივლის და პროექტის მთავარი მიზანი რეგიონში მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა იქნება.