2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 19,52%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 507,126 ტონა შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 115,126 ტონა. შესაბამისად კლება 19,52%-ია.
2023 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 25,19%-ია. 2019 წელს იანვარ-თებერვალში აეროპორტი 3 351,154 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2020 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 736,265 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 8,37%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება 2023 იანვრ-თებერვლის მაჩვენებლების შედარებას 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან კლება 5,57%-ია. 2021 წელს იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 655,011 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.