ტექნიკური მომსახურების ოპერატორმა Lufthansa Technik-მა დაკვეთა მიიღო, რათა სამგზავრო გიგანტური ლაინერი Airbus A380-ი სატვირთოდ გადააკეთოს. Lufthansa Technik-ში არ აკონკრეტებენ, თუ რომელი ავიაკომპანიის კუთვნილი Airbus A380-ის გადაკეთების შეკვეთა მიიღეს.
Lufthansa Technik-ის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ავიაკომპანიებისგან იყო ინტერესი, რომ სამგზავრო საჰაერო ხომალდები სატვირთო თვითმფრინავად გადაეწყოს.
ამ დროისათვის პროვაიდერი 40 ავიაკომპანიის 15 სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების სალონების დროებით გადაკეთების ოფციებზე მუშაობს. საუბარი არ არის მხოლოდ სავარძლების დემონტაჟზე, არამედ მიმდინარეობს სრული გარდაქმნის სქემით მუშაობა. ეს კი გამომდინარეობს იმისგან, რომ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების შემთხვევაში ლაინერებზე სულ სხვადასხვა მოთხოვნები მოქმედებს.მაგალითად თუ კი სამგზავრო თვითმფრინავში თითო სავარძლის თავზე დამონტაჟებული უნდა იყოს თითო ჟანგბადის ნიღაბი, საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი სათანადო დამაგრება და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არსებობა.
ამჟამად Lufthansa Technik-ი მუშაობს ყველა ტიპის დამატებითი სერტიფიკატის მოპოვებაზე, რაც სამომავლოდ კომპანიას საშუალებას მისცემს, რომ სამგზავრო თვითმფრინავების სატვირთოდ ან პირიქით, უმოკლეს ვადებში განახორციელოს.