COVID-19-ის გამო გამოცხადებული კარანტინის ფონზე ბორისპოლის აეროპორტმა მუშაობა ფაქტობრივად შეაჩერა. გაჩერებული აეროპორტის შემთხვევაში კი მისი ზემოდან გადაღება და არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება შესაძლებელი გახადა. გადაღებები 100 მეტრის სიმაღლიდან მიმდინარეობდა. 

ბოლოს აეროპორტის გადაღება 2012 წლის “ეურო-2012”-ის ფარგლებში მოხდა. თუმცა მაშინ გადაღებები ვერტმფრენიდან მიმდინარეობდა თუმცა განვითარებული ტექნოლოგიების ფონზე გადაღებების წარმოება დრონის – DJI Mavic Air – მეშვეობით მიმდინარეობდა. 

უპილოტო საფრენი საშუალების პროგრამულმა უზრუნველყოფამ გადამღებ ჯგუფს აეროდრომის გადაღების საშუალება არ მისცა.

სინამდვილეში აეროპორტში დამონტაჟებულია ისეთი ტიპის უსაფრთხოების სისტემები, რომელიც ღობეზე “გადაფრენის” საშუალებას არ იძლევა.

იმისათვის, რომ გადაღებები შემდგარიყო მთელი რიგი მოლაპარაკებები გაიმართა აეროპორტის ოპერატორთან შესაბამისი ნებართვის მიღებაზე.