ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. სამხრეთ კავკასიის რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 14 ივნისიდან აღდგება. აღნიშნულ მარშრუტზე მატარებელი ყოველ ორ დღეში ერთხელ იმოძრავებს. ამასთან, ზაფხულის პერიოდში გაუქმდება ერევანი-თბილისის მარშრუტის მატარებელი.

ერევანი-ბათუმის მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა 10 ივნისს დაიწყება. მათი შეძენა შეგიძლიათ როგორც სომხეთისა და საქართველოს სარკინიგზო სადგურების ოფისებში, ასევე ონლაინ.