ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში დოგან კანტარჯი სტამბოლის ახალი აეროპორტის განლაგებას პრობლემატურად მიიჩნევს. ექსპერტი წერს, რომ ადგილზე ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია. სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით მისი ინტენსიური გამოყენება მნიშვნელოვან რისკებს აჩენს, რომლის გადაწყვეტაც ინჟინრებს არ შეუძლიათ.

აეროპორტი “სტამბოლი” ქვეყნის ერთ-ერთი მეგაპროექტად მიიჩნევა, ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან კრიტიკის საგანია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მისი მშენებლობის სტანდარტები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამისობაშია და შავი ზღვის სიახლოვეს მისმა მდებარეობამ, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას რთული მეტეოროლოგიური პირობებისას.

“ბეტონი ნაკლები ელასტიურობით ხასიათდება. წნევა, რომლითაც თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე ზემოქმედებს გარკვეული დროის შემდეგ  დეფორმირდება და ტალღისებური ხდება,“ – ამბობს კანტაჯი, რომელიც აღნიშნავს რომ ეს შესაძლოა საფრენ ბილიკზე ნაპრალების წარმოშობის მიზეზი გახდეს.

ამასთან აეროპორტში ასაფრენ/დასაფრენი ზოლი ისეა აშენებული, რომ გათვალისწინებული არ არის ქარის მიმართულება, – წერს ექსპერტი.

მისი თქმით, შედარებით სუსტი ქარები, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთიდან უბერავს ხშირად ქმნის ე.წ. საჰაერო მორევს, რომლებიც ახლო მდებარე გორაკების გამოისობით შესაძლოა ციკლონად ტრანსფორმირდნენ.

“ასე რომ აეროპორტ “სტამბოლის” განლაგება არასწორადაა შერჩეული. შეცდომებია დაშვებული მასშტაბებშიც, რომელთა აღმოფხვრა ინჟინრებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული აეროპორტის ინტენსიური გამოყენება ბევრი პრობლემის და საფრთხის მიზეზი ხდება“ – აღნიშნავს ის.

აეროპორტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თვითმფრინავების უსაფრთხო აფრენა/დაფრენას არ შეიძლება დიდხანს დარჩეს ექსპულატაციაში , აცხადებს კანტაჯი.

აღსანიშნავია, რომ AviaNews-ი აეროპორტ “სტამბოლის” შესაძლო პრობლემების შესახებ ადრეც წერდა. სტატიის “სტამბოლის ახალი აეროპორტი შესაძლოა დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს” გასაცნობათ, გადადით ლინკზე: