Emirates გახდა პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელმაც აჩვენა A380 ფრენა 100 პროცენტით მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებით. რეისი განხორციელდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან (DXB).

ავიაკომპანიის თქმით, ამ წარმატებულმა ფრენამ აჩვენა SAF-ის პოტენციალი, როგორც საწვავი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნავთი. SAF “აკმაყოფილებს ტექნიკურ და ქიმიურ მოთხოვნებს თვითმფრინავის საწვავისთვის, მაგრამ ამავე დროს მოქმედებს როგორც უფრო ეკოლოგიური ალტერნატივა”, – მიიჩნევენ Emirates-ში.

SAF ამჟამად შემოიფარგლება 50 პროცენტიანი შერევის ლიმიტით კომერციული ფრენებისთვის.

„სუფთა საწვავი არის ყველაზე ეფექტური გზა ავიაკომპანიის ინდუსტრიაში ნახშირბადის ნაკვალევთან საბრძოლველად. SAF სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ავიაციის მიზნის მისაღწევად, რომელიც 2050 წელს CO2-ის ნულოვანი ემისიებს ითვალისწინებს. Airbus-ში ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ყველა თვითმფრინავი სრულად იყოს შესაბამისობაში SAF-თან“, – დასძინა ჯული კიტჩერმა, Airbus-ის კომუნიკაციებისა და კორპორატიულ საქმეთა აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა.

ამ წლის დასაწყისში Emirates-მა ჩაატარა ბიოსაწვავის ტესტირება Boeing 777-300ER-ისთვის.