არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-მა რეკლამა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის თავზე გადაიღო.
რეკლამის მთავარი პერსონაჟი კი თავად Emirates-ის ბორტგამყოლი გახდა. ის მოხალისეებს შორის შეირჩა, რომლებმაც 828 მეტრის სიმაღლეზე ასვლა გადაწყვიტეს.
ვიდეო-რგოლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კამერა ახლოდან იღებს სარეკლამო ლოზუნგებით, რომელიც ბორტგამყოლს ხელში უჭირავს და ეტაპობრივად ცვლის. შემდეგ კამერა ბორტგამყოლს შორდება და შორი ხედით აჩვენებს მას ულამაზესი დუბაის ხედების ფონზე.
Emirates-ში აცხადებენ, რომ რეკლამა გადაღებულია სპეცეფეტებისა და ყოველგვარი მწვანე ფონის გარეშე.
თუ გადაღების შიდა სამზარეულო გაინტერესებთ, მაშინ უყურეთ ამ ვიდეოს: