Emirates Group 20 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო “ბილთმორში”, დასაქმების ღია დღეს გამართავს.
კომპანია სალონის ეკიპაჟის პერსპექტიულ კადრებს ეძებს, რომლებიც შემდეგ
მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:
გარდა პიროვნული თვისებებისა, როგორიცაა პოზიტიური, თავდაჯერებული, მეგობრული, სხვების დახმარების სურვილის ქონისა, ავიაკომპანიის მოთხოვნებს შორის ასაკობრივი შეზღუდვაა 21 წელი და ზემოთ.
მინიმალური სიმაღლე 160 სმ; ხოლო ფეხის წვერებზე დგომისას ხელებაწეული კანდიდატის სიმაღლე 212 სმ-ს უნდა სწვდებოდეს; 12 კლასის განათლება, ინგლისურად წერისა და საუბრის სრულყოფილად ცოდნა; ფიზიკურად სხეულის მას ინდექსს (BMI) უნდა ესადაგებოდეს, Emirates სალონის ეკიპაჟის უნიფორმაში ხილვადი ტატუ არ უნდა ჰქონდეს; უნდა შეეძლოს ახალ ხალხთან, ადგილებთან და სიტუაციებთან ადაპტაცია.