Airbus-მა, შესაძლოა უკრაინაში წარმომადგენლობა გახსნას. აღნიშნულ დასკვნას უკრაინული მედია ქვეყნის შს მინისტრის არსენ ავაკოვის კომენტარით აკეთებს, რომელიც Airbus Helicopters-ის ვიცე-პრეზიდენტს ოლივია მიშელონს შეხვდა.

“ოქსფორდში AirbusHeli-ს ვიცე-პრეზიდენტთან ერთად განვიხილე 2020 წლისთვის შსს-თვის ვერტმფრენების მიწოდებისა და ახალი სერვისცენტრის გაშვების საკითხი”, აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმითვე, შსს-ს სტრუქტურები Airbus-ის წარმომადგენლობისგან დამატებით 10 ვერტმფრენს მიიღებენ.

“გეგმაშია უკრაინაში Airbus-ის წარმომადგენლობის გახსნა”, დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის მიხედვით უკრაინის შსს-მ Airbus-ის მიერ წარმოებული პირველი ვერტმფრენი 2018 წლის დეკემბერში მიიღო.