ავიაკომპანია Emirates-ი მადაგასკარის მიმართულებით ფრენებს 3 სექტემბრიდან დაიწყებს.
ფრენები დუბაისა და ანტანანარივოს შორის შესრულდება სეიშელის კუნძულების გავლით.
რეისი დუბაიდან სეიშელისკენ გაფრინდება 08.55 საათზე, მაჰეში დაეშვება 13.35 საათზე და შემდგომ გააგრძელებს ფრენას ანტანანარივოსკენ, სადაც ბორტი 16.50 საათზეა დაჯდება.
ანტანანარივოდან რეისი გამოფრინდება 18.35 საათზე და ჩაფრინდება მაჰეში 22.20 საათზე. შემდეგ თვითმფრინავი მაჰედან 23.50 საათზე გაფრინდება და მეორე დღეს 04.20 საათზე დაეშვება დუბაიში.
მოგზაურობა დაგეგმილია ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას.
ტურიზმი მადაგასკარისთვის მთავარ როლს ასრულებს, ხელს უწყობს ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას და მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, მოემსახუროს მილიონ ტურისტს 2028 წლისთვის.
Emirates ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს Air Madagascar-თან ტურიზმისა და ვაჭრობის გასაძლიერებლად დაკავშირების დამატებითი ვარიანტების დასაწყებად.
დუბაი-ანტანანარივოს მარშრუტს Boeing 777-300ER მოემსახურება.
„მადაგასკარი ავიაკომპანიის მიერ, მიუხედავად მოგზაურების მხრიდან მზარდი მოთხოვნისა, ისტორიულად უგულებელყოფილი იყო. დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალი ფრენები გააუმჯობესებს სატრანსპორტო კავშირს მადაგასკარში, ასევე გახსნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბიზნესისთვის“, – თქვა ავიაკომპანიის პრეზიდენტის მოადგილემ და მთავარმა კომერციულმა დირექტორმა ადნან კაზიმ.