1-ლი ოქტომბრიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-ი სტამბოლის მიმართულებით რეისებს Airbus A380-ით განახორციელებს.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მიმდინარე წელს ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავიაკომპანიის ავიაპარკში მყოფი ორსართულიანი საჰაერო ხომალდი სამგზავრო რეისებს შეასრულებს.
დუბაი-სტამბოლი-დუბაის საჰაერო ხაზზე Emirates-ი ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.
A380 სამკლასიანი განლაგებით 517 ადგილს აერთიანებს. საიდანაც 14 არის კერძო ლუქსი პირველ კლასში, 76 მინი კაფსულა ბრტყელი ადგილებით ბიზნეს-კლასში და ასევე 427 ადგილი ეკონომიკაში.
თვითმფრინავს აქვს საშხაპე, ლაუნჯი პირველი და ბიზნეს-კლასის მგზავრებისათვის, უფასო Wi-Fi და სხვა.