პანდემიის დროს, დაბალი მოთხოვნის ფონზე, სასტუმროს ოპერატორებმა პერსონალი და მომსახურების მიწოდება შეამცირეს. ამ ფონზე კი გასაკვირი არ არის, რომ ყველაფერმა გავლენა მოახდინა სტუმართა კმაყოფილების რეიტინგზე, რაც J. D. Power-ის კვლევებითაც დასტურდება. ირკვევა, რომ ყველაზე მეტად სტუმრები უკმაყოფილო რჩებიან საკვებით, სასმელებითა და ზოგადად მომსახურებით.

”ბაზრის პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მომხმარებლები ელიან, რომ სასტუმროები ბრენდის სტანდარტების დაბრუნებას დაიწყებენ. არსებული სახელმწიფო და ადგილობრივი შეზღუდვებისა და შრომის დეფიციტის გათვალისწინებით, ეს შეიძლება იყოს პრობლემა აქტივების მმართველი კომპანიებისთვის”, – ამბობს J. D. Power-ის სტუმართმოყვარეობის პრაქტიკის ხელმძღვანელი ანდრეა სტოკსი. 
ანგარიში, რომელიც ზომავს სტუმრების კმაყოფილებას ბრენდირებულ სასტუმროებში, აჩვენებს, რომ ის სტაბილური რჩება ისეთი სერვისების თვალსაზრისით, როგორიცაა Wi-Fi, საცურაო აუზები და ფიტნეს ცენტრები. 

კვლევის ფარგლებში ანალიტიკოსებმა გაანალიზეს ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე 3085 სტუმრის პასუხი, რომლებიც სასტუმროებში დარჩნენ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდში.