16 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით Emirates-ი საკუთარ ბორტებზე მსოფლიოში ცნობილ გერმანულ დღესასწაულს „ოქტობერფესტს“ აღნიშნავს. ოქტობერფესტის პერიოდში ავიაკომპანია მგზავრებს ტრადიციულ ბავარიულ სამზარეულოს და მიუნხენის, ჰამბურგის, დიუსელდორფის და ფრანკფურტის რეისებზე და მოცდის დარბაზებში საყვარელ გერმანულ გართობას შესთავაზებს.
Emirates-ი ოქტობერფესტის დღესასწაულის ფარგლებში, მგზავრებს ბავარიულ კერძებს: ძირითად კერძს და დესერტს, შესთავაზებს. ბავარიული მენიუ მგზავრებისთვის Emirates-ის ეკონომ კლასში შერჩეულ რეისებზე იქნება მიწოდებული, ხოლო ბიზნეს და პირველ კლასში კი ყველა რეისზე.
A380-ის საკულტო ლაუნჯში იქნება მხოლოდ კერძები, ხოლო აეროპორტის ლაუნჯებში წარმოდგენილი იქნება კლასიკური ოქტობერფესტის კერძებთან ერთად შეთავაზებული იქნება ლუდი Löwenbräu.