არაბული ავიაკომპანია Emirates-ი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან აშშ-ში 500 ცხენს გადაიყვანს. მიზეზი კი ცხენების FEI Tryon-ში მონაწილეობაა.

Emirates-ის სატვირთო განყოფილებამ Emirates SkyCargo-მ ცხენების პირველი პარტია, 76 ცხენი ამერიკაში უკვე ჩაიყვანა.

აღნიშნული კი გახლავთ 19 რეისიდან ერთ-ერთი რაც საბოლოო ჯამში სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობისათვის  500 ცხენის გადაყვანას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ Emirates SkyCargo-ს ცხენების გადაყვანის დიდი გამოცდილება აქვს, რადგანაც სწორედ ეს ავიაკომპანია ემსახურება არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ცხოველების გადაზიდვის სერვისს.