ბრაზილიურმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Embraer-მა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Turkish Aerospace Industries-მა (TUSAŞ) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საბოლოოდ თურქეთში E2 ოჯახის თვითმფრინავების (E190-E2, E195-E2) საბოლოო აწყობის ხაზის გახსნას განაპირობებს.
შეთანხმება აშკარად წინასწარია და არ გულისხმობს რაიმე კონკრეტულ დეტალებს ან შეთანხმებებს. Embraer-მა განაცხადა, რომ ის ეძებს „ახალ მომწოდებლებსა და პარტნიორებს“ მთელს მსოფლიოში, ხოლო Turkish Aerospace ცდილობს „თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებას“.
“Embraer ენთუზიაზმით არის განწყობილი Turkish Aerospace-თან თანამშრომლობის შესაძლებლობით. მათი ექსპერტიზა აერონავტიკის წარმოებასა და აწყობაში სრულყოფილად ემთხვევა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს. ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნისა და ჩვენი გლობალური ყოფნის გაფართოებისკენ”, – თქვა Embraer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსისკო გომეს ნეტომ.
Turkish Aerospace-მა აღნიშნა, რომ გეგმავს კომპეტენციების განვითარებას ლითონის და კომპოზიციური კონსტრუქციების წარმოებაში, ფიუზელაჟების საბოლოო აწყობაში, კომპონენტების წარმოებაში, ასევე ფრენის ტესტირებასა და თვითმფრინავების შეღებვაში.
Embraer-ისთვის, ევროპაში ახალი აწყობის ხაზი საშუალებას მისცემს კომპანიას გააფართოოს წარმოების შესაძლებლობები და მოემსახუროს უფრო მეტ ბაზარს. ცოტა ხნის წინ Embraer-მაგამოაცხადა თვითმფრინავების წარმოებისა და ტექნიკური ცენტრის გახსნის გეგმების შესახებ.
Embraer-ს ამჟამად აქვს შეკვეთები 174 ერთეულ E2 თვითმფრინავზე.