ბრაზილიურმა თვითმფრინავების მწარმოებელმა Embraer-მა განაცხადა, რომ მისი შეკვეთების დაგროვილი ღირებულება $31.3 მილიარდს შეადგენს, რასაც კომპანია „უპრეცედენტო მაქსიმუმს“ უწოდებს. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსთვის, შეკვეთების პორტფელი $27.7 მილიარდიდან $31 მილიარდს გადააჭარბა.

რეკორდული ზრდა განაპირობა ორმა ძლიერმა მიმართულებამ:

  • კომერციული ავიაცია: შეკვეთების ღირებულება 37%-ით გაიზარდა და $15.2 მილიარდს მიაღწია, რაც ბოლო ცხრა წლის რეკორდია.
    • ზრდა მნიშვნელოვნად გააძლიერა Avelo Airlines-ის 50 ერთეული E195-E2 ტიპის თვითმფრინავის შეკვეთამ (პლუს 50-ზე დამატებითი შესყიდვის უფლება).
    • LATAM Group-მა ასევე შეუკვეთა 24 ერთეული E195-E2 (პლუს 50-ზე დამატებითი ოფცია).
  • აღმასრულებელი ავიაცია (Executive Aviation): შეკვეთების ღირებულება წლიურ ჭრილში 65%-ით გაიზარდა და $7.3 მილიარდი შეადგინა.
    • 2025 წლის აგვისტოში, Praetor 500 ტიპის თვითმფრინავის მიწოდება Embraer-ისთვის მე-2000 ბიზნეს ჯეტის მიწოდება გახდა.

მესამე კვარტალში Embraer-მა ჯამში 20 ახალი თვითმფრინავი მიაწოდა, რაც ოთხით მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით:

  • კომერციული ავიაცია: American Airlines-ისთვის ოთხი E175 და Republic Airlines-ისთვის სამი E175.
  • აღმასრულებელი თვითმფრინავები: 2025 წელს მიწოდებულმა ბიზნეს ჯეტების რაოდენობამ 102 ერთეული შეადგინა.
  • თავდაცვა და უსაფრთხოება (Defense and Security): შეკვეთების ღირებულება 8%-ითგაიზარდა და $3.9 მილიარდს მიაღწია.  კომპანიამ პორტუგალიის საჰაერო ძალებს მესამე KC-390 Millennium გადასცა და კონტრაქტი გააფორმა პანამასთან ოთხი A-29 Super Tucano ტიპის თვითმფრინავის შესყიდვაზე.
  • სერვისები და მხარდაჭერა (Services and Support): ამ მიმართულებით შეკვეთების ღირებულება 40%-ით გაიზარდა და $4.9 მილიარდს მიაღწია.

Embraer-ის ეს რეკორდული მაჩვენებლები მიუთითებს გლობალურ ბაზარზე კომპანიის თვითმფრინავებზე მზარდ ნდობასა და მოთხოვნაზე.