ისრაელის ავიაკომპანია EL AL ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს. აღნიშნულის მიზეზი კი ნისლი და ცუდი ხილვადობაა. სწორედ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო EL AL-ის თელ ავივი-ბათუმის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შემდეგ კი საჰაერო ხომალდი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით გაფრინდა და ამ წუთებში ბათუმის აეროპორტში ცდილობს დაჯდომას, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს.