ისრაელის ავიაკომპანია EL AL-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ისევ ვერ დაჯდა და ბათუმის ცაზე ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

როგორც ცნობილია EL AL-ი, რომელიც თელ ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ბათუმში ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო დაჯდომა ვერ შეძლო და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც ამინდის გაუმჯობესებას დაელოდა.

ამის შემდეგ კი ქუთაისიდან ისევ ბათუმის მიმართულებით გაფრინდა, თუმცა ამჯერად ცუდი ხილვადობისა და ნისლის ფონზე ბათუმის აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო და უკან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.