ისრაელის ავიაკომპანია El Al აწარმოებს “ისტორიულ” მოლაპარაკებებს Airbus-თან, რათა თავისი ფლოტისთვის 30 თანამედროვე A321neo შეიძინოს.
ამის შესახებ ინფორმაცია El Al-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დინა ბენ ტალ განანსიამ გაასაჯაროვა.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ტრანზაქციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2024 წლის დასაწყისში იგეგმება.
El Al პარალელურად ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს Boeing-თან 737 MAX ლაინერების შეკვეთაზე.
კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია, მაგრამ შესაძლებელია ფასდაკლება.
El Al გეგმავს 2028 წლისთვის ფლოტის ზომის გაზრდას 46-დან 59 თვითმფრინავამდე. ბოლო წლებში კომპანია აქტიურად ანახლებს შორმაგისტრალურ მარშრუტებს და A321neo-ს არჩევა გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ტიპის თვითმფრინავს უფრო დიდი ტევადობა და დიაპაზონი აქვს.