ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა და საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა დღეს ქუთაისის ბაზაზე ახალი ეარბას A320-სა და 6 ახალი მიმართულების დამატება დაანონსა. ავიაკომპანია იწყებს რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ეინდჰოვენის, ბარის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინისა და ბრიუსელის მიმართულებით. იაფი ბილეთები უკვე გაყიდვაშია, მათი ფასი სულ რაღაც 59.99 ლარიდან / 19.99 ევროდან იწყება.

Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 27 ავიამიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და მეორე ეარბასის დამატებიდან მხოლოდ 8 თვის შემდეგ, 2019 წლის იანვარში ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდს ამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი  დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 30 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.  იოჰან ეიდჰაგენი, Wizz Air-ის მარკეტინგის დირექტორი 6 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყებას 2019 წლის 1 აგვისტოდან აანონსებს.

საქართველოსა და ევროპის წამყვანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 2018 წელს ავიაკომპანიამ 587,643 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 95%-ით მეტია. დღეს 6 ახალი მიმართულების დაანონსება დამატებით 98 ათას, საერთო ჯამში კი მილიონზე მეტ მომხმარებელს მისცემს მოგზაურობის საშუალებას. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერირებამომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, საავიაციო და ტურიზმის სექტორში დასაქმების ზრდას და დამატებით 750 სამუშაო ადგილის შექმნას 2019 წელს.

WIZZ AIR-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან

ახალი მიმართულება სიხშირე დაწყების თარიღი მინიმალური ფასი
ეინდჰოვენი სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 1 აგვისტო 2019 56.99  GEL
ბარი ხუთშაბათი, კვირა 1 აგვისტო 2019 56.99  GEL
კოპენჰაგენი ორშაბათი, პარასკევი 2 აგვისტო 2019 56.99  GEL
ბაზელი-მიულჰაუს-ფრაიბურგი ორშაბათი, პარასკევი 2 აგვისტო 2019 56.99  GEL
ტალინი ოთხშაბათი, კვირა 4 აგვისტო 2019 56.99  GEL
ბრიუსელი – შარლრუა ოთხშაბათი, კვირა 4 აგვისტო 2019 56.99  GEL

 

 „მოხარულები ვართ, რომ Wizz Air იწყებს ახალ რეისებს ქუთაისიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ჩვენს მგზავრებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ აღნიშნული პოპულარული ევროპული მიმართულებები და ჩვენი კომფორტული ფრენის განრიგითა თუ დაბალი ფასებით ისარგებლონ. ჩვენ ვაანონსებთ კიდევ დამატებით მიმართულებებსა და ინვესტიციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2019 წლის აგვისტოდან ვამატებთ ეარბას A320 ტიპის კიდევ ერთ ავიახომალდს და 6 ახალ მიმართულებას ჰოლანდიის, საფრანგეთის, ესტონეთის, იტალიისა და ბელგიის მიმართულებით. საავიაციო ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ტურიზმის წინსვლას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს ქუთაისიდან ვთავაზობთ 27 მიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით. მოგზაურებს მოგიწოდებთ, რომ Wizz Air-ის დაბალი ფასებითა და შესანიშნავი საბორტო მომსახურებით სარგებლობის პარალელურად, აღმოაჩინოთ ეს შესანიშნავი ევროპული მიმართულებები“ – აღნიშნა იოჰან ეიდჰაგენმა, Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.