ეგვიპტის ხელისუფლებამ მრავალჯერადი ხუთწლიანი ვიზა შემოიღო, წერს Egyptian Streets. მისი ღირებულება 700 დოლარია და ის ძალაში იქნება ხუთი წლის განმავლობაში და მფლობელს საშუალებას მისცემს ქვეყანაში დარჩეს თითო ვიზიტისას 90 დღემდე.
სხვა ტიპის ვიზების საფასური უცვლელი რჩება, განმარტავენ სამინისტროში.
ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წელს ეგვიპტეს 11,7 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც 46,2%-ით მეტია 2021 წლის სტატისტიკასთან.
მთავრობა პროგნოზირებს, რომ 2023 წელს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით გაიზრდება და 15 მილიონ ადამიანს მიაღწევს.