ბრიტანული „ლოუკოსტერისeasyJet-ი 2018 წლის ექვსი თვის მონაცემებს აჯამებს. ირკვევა, რომ 2017 წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით კომპანიის ზარალი 10-ჯერაა გაზრდილი  და 212 მლნ ფუნტს შეადგენს.

ანალიტიკოსები კომპანიის ამ მაჩვენებლებს ბრიტანული ვალუტის გაურკვეველ კურსს, ტარიფების დაწევას და მაღალ კონკურენციას უკავშირებენ.

ანალიტიკოსები საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 195 მილიონიან ზარალს პროგნოზირებდნენ.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ easyJet-ის აქციათა ფასი 6%-ით გაუფასურდა.