ავიაკომპანია Easyjet-ის თვითმფრინავს, რომელიც ნეაპოლიდან მილანში მიფრინავდა მეხი დაეცა. ამის შესახებ იტალიური გაზეთი Il Messaggero-ი იტყობინება
ელვისებური დარტყმა თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა, რის შემდეგაც პილოტმა ბარის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. ამან მგზავრების პანიკა გამოიწვია, თუმცა არავინ დაშავებულა.
ბორტზე 90 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემდეგ ისინი სახმელეთო გზით ნეაპოლში გადაიყვანეს.
მანამდე, მაისში, მეხი დაეცა Turkish Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც მიფრინავდა გაზიანთეპიდან სტამბოლში. თვითმფრინავის პილოტმა ავარიული დაშვება თურქეთის ქალაქ ადანის აეროპორტში უსაფრთხოდ განახორციელა. შედეგად არცერთი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი არ დაშავებულა.