ავიაკომპანია easyJet-ის მგზავრმა ბევრი ალკოჰოლური სასმელი მიიღო და საკუთარი ტელეფონი შეჭამა. ამ ინციდენტის შემდეგ კი ეკიპაჟის წევრებს მარშრუტის შეცვლა მოუხდა 

44 წლის მეთიუ ფლაერტი ინგლისიდან ესპანეთში მიფრინავდა, თუმცა არაადეკვატური საქციელის გამო თვითმფრინავმა რეისი შეცვალა. მამაკაცი თავდაპირველად ბორტგამცილებელებს ეჩხუბა და მოკვლით დაემუქრა კიდეც. ამის შემდეგ კი გაბრზებულმა ტელეფონის შეჭმა დაიწყო. 

როგორც ეკიპაჟის წევრები ყვებიან, ჩხუბის შემდეგ ისინი ნასვამ მამაკაცს აკვირდებოდნენ. მან ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მისი ნაწილებად დაშლა დაწყო. ამის შემდეგ კი ტელეფონის გარკვეული ნაწილები პირში ჩაიდო, ხოლო ელემენტი სავარძლის ქვეშ შეაგდო. სადაც ელემენტმა კვამლი გაუშვა. 

ხომალდის მეთაურმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ თვითმფრინავი ედინბურგის აეროპორტში დაესვა. აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ კი მამაკაცი დააკავეს და ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს. 
სასამართლოს სხდომაზე მამაკაცმა თავისი დანაშაული აღიარა. მას სასამართლო საბოლოო განაჩენს მარტში გამოუტანს.