COVID-19-ის დასრულებისთანავე ავიაკომპანია easyJet-ი შუა სავარძელზე უარს იტყვის და ფრენების განახლების შემდეგ მგზავრებს მხოლოდ ილუმინატორთან და გასასვლელთან განათავსებს.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მგზავრებმა გააცნობიერონ, რომ ეს მათ კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის კეთდება.
აღნიშნული ნორმა დაინერგება მაშინვე, რაც ავიაკომპანია ფრენებს განაახლებს.
თუმცა მას შემდეგ, COVID-19-ის ვირუსის გავრცელება შეჩერდება და სიტუაცია დასტაბილურდება, ავიაკომპანია საკუთარი შინაგანაწესს ისევ გადახედავს.
easyJet-ში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდიდან დაიწყებენ ოპერირებას.