ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანია easyJet Plc-მა ევროპულ კოსმოსურ კონცერნ Airbus SE-ს A320neo ოჯახის 56 ერთეულ ახალი თვითმფრინავი შეუკვეთა.
EasyJet-მა ასევე შეცვალა 18 ერთეული თვითმფრინავის მიწოდებაზე ადრე დადებული ხელშეკრულების პირობები და მათ ნაცვლად მიიღებს 18 A321neo თვითმფრინავს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეკვეთილი თვითმფრინავების საერთო კატალოგის ღირებულება, 2018 წლის ფასებზე დაყრდნობით, არის 6,5 მილიარდი დოლარი, მაგრამ ავიაკომპანია რეალურად გადაიხდის “საკმაოდ დაბალ თანხას” 2013 წლიდან Airbus-თან დადებული შეთანხმების წყალობით. ტრანზაქციის ზუსტი ოდენობა არ გახმაურებულა.
A320neo თვითმფრინავების მიწოდება განხორციელდება 2026 წლიდან 2029 წლამდე, A321neo – 2024 წლიდან 2027 წლამდე.