ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) სამგზავრო თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრების შემცირების შესაძლებლობას განიხილავს. Flightglobal–ის ცნობით, სპეციალისტები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, რომელთაგან ერთი, საკრეისერო ეშელონზე თვითმფრინავის მხოლოდ ერთი პილოტით მართვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ერთ პილოტს შეუძლია, აფრენიდან დაფრენამდე, თვითმფრინავი სრულიად დამოუკიდებლად მართოს.
დღეს, სამგზავრო თვითმფრინავების მართვაზე ორი პილოტია პასუხისმგებელი, რომლებიც მუდმივად კაბინაში უნდა იყვნენ.
ფრენის დროს ერთ-ერთ პილოტს კაბინის დატოვება შეუძლია მხოლოდ ფრენასთან დაკავშირებული ოპერაციისთვის, ან საჭიროებისამებრ. თუმცა ასეთ დროს კაბინაში მეორე პილოტის ნაცვლად ბორტგამცილებელი რჩება.
EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის პატრიკ კაის აზრით, უსაფრთხოების წესების გარკვეულწილად შერბილება შეიძლება, თუკი საკრეისერო რეჟიმშის დროს ერთ-ერთ პილოტი კაბინაში დარჩება, ხოლო მეორე გამოვა, მაგალითად დასვენებისთვის. ამ დროს კი საჰაერო ხომალდის მართვას მეორე პილოტი უზრუნველყოფს.
ამავე დროს, როგორც კაიმ აღნიშნა, თვითმფრინავს მაინც უნდა ჰქონდეს დამატებითი უსაფრთხოების სისტემები – არასტანდარტული სიტუაციისთვის, როცა ერთ-ერთი პილოტი ადგილზე არ იმყოფება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, EASA განიხილავს სამგზავრო თვითმფრინავებში ეკიპაჟის ერთი პილოტით შემცირების შესაძლებლობას. კაის აზრით, ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ლაინერები მიიღებენ საიმედო ავტონომიურ ფრენის სისტემებს, რომლებიც საგანგებო ვითარების შემთხვევაში, თვითმფრინავს ფრენის გაგრძელებას სრულად უპილოტო რეჟიმში მისცემს.