უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეისებს 31 იანვრიდან განაახლებს.

როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიიდან აცნობეს, კიევი-თბლისი-კიევის საჰაერო ხაზზე FlyUIA კვირაში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 

ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე კი ყოველ შაბათს და ორშაბათს

უფრო კონკრეტულად:

რეისი PS 517 კიევი (KBP) 20:30 საათი – თბილისი (TBS) 01:15 საათი.

რეისი PS518 თბილისი (TBS) 07:00 საათი – კიევი (KBP) 08:05 საათი.

რეისები დაგეგმილია ისე, რომ თბილისიდან წასულმა მგზავრმა მაქსიმალურად კომფორტულად იმგზავროს კიევის გავლით პარიზის, ამსტერდამის, მილანის, მიუნხენის, ლონდონის, თელ ავივის, პრაღას, დუბაის, სტამბოლის და ასევე უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. 

გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

უკრაინა ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს როგორც მის მოქალაქეებს ასევე უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს. დეტალები უკრაინაში შესვლა/გამოსვლის შესახებ იხილეთ აქ.

უცხოელებს თან უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღევა, რომელიც მოიცავს მკურნალობას, მათ შორის COVID-19-ზე.

ყველას, ვინც უკრაინაში მწვანე ზონის ქვეყნებიდან ჩადის, არ სჭირდება კარანტინის გავლა. თუ ადამიანი წითელ ზონაში მყოფი ქვეყნიდან ჩადის, მან უნდა გაიაროს 14-დღიანი თვითიზოლაცია.

თვითიზოლაციის თავიდან არიდების მიზნით, მგზავრს შეუძლია გაიკეთოს  PCR ტესტი კორონავირუსზე უკრაინაში ან უზრუნველყოს ასეთი ტესტის შედეგი, რომელიც გააკეთდა არაუმეტეს 48 საათისა უკრაინაში შესვლამდე.

იმისათვის რომ მგზავრი არ გადავიდეს კარანტინში ან თვითიზოლაციაში მას უნდა ჰქონდეს უარყოფითი ტესტის პასუხი.

საკარანტინე წესების ყველა ვიზიტორისთვის იგივეა და დამოკიდებულია იმ ზონაზე. საიდანაც შემოვიდა მგზავრი.

უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც შედიან უკრაინაში, უნდა ჰქონდეთ მოქმედი სადაზღვევო პოლისი (სერტიფიკატი), რომელიც ფარავს COVID-19-ის მკურნალობას, სადაზღვევო პოლისი უნდა მოიცავდეს უკრაინაში ყოფნის მთელ ხანგრძლივობას და გაცემული უნდა იყოს სადაზრვევო კომპანიის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია უკრაინაში? ან უცხოური სადაზღვევო კომპანია, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინაში ან სახელშეკრულებო ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიასთან – პარტნიორი უკრაინაში.

სადაზღვევო პოლისი შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ FlyUIA -ს ვებ გვერდზე ბმულით Оформить страховой полис – официальный сайт МАУ (Грузия) (flyuia.com)