დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის დღევანდელი რეისი გააუქმა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, Pegasus Airlines-ს სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 15:10 საათზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო ავიაკომპანიამ რეისი მთლიანად გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში სტიქია და ძლიერი ქარია. ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე კი შტორმული მდგომარეობაა.