2022 წელს კერძო ფრენებზე მოთხოვნა, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, გლობალურად 14%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით 3,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაჯავშნა კერძო ფრენები, რაც 500 ათასით მეტია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთ ფრენებზე მოთხოვნა დაიწყო 2020 წელს კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ავიაკომპანიის მდიდარი მომხმარებლები ცდილობდნენ ხალხმრავლობას და აეროპორტებში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მორიდებოდნენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ კომერციული ფრენების აღდგენისა და მზარდი ინფლაციის მიუხედავად ბევრი მდიდარი ადამიანი მაინც კერძო ფრენებს მიანიჭებს უპირატესობას