ბათუმში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ისრაელის ავიაკომპანია Israir-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.  როგორც ირკვევა ბათუმში ძლიერი, გვერდითა ქარია, რაც ფრენების შეფერხების ერთ-ერთი წინაპირობაა.

რაც შეეხება ისრაელის ავიაკომპანია Arkia-მ ბათუმში დაჯდომა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოშია გუშინდელის მსგავსად, ამ დროისათვის რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა.

როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ძლიერი ქარია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, თუმცა მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება ფრენების უსაფრთხო მიღება/გაშვებისთვის.