მიმდინარე წელს, ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ი თავისი Airbus A220-300-ის ფლოტის აღჭურვას ილონ მასკის SpaceX-ის Starlink-ის ინტერნეტ კავშირის სისტემებით აღჭურვას დაიწყებს.

შესაბამისად წლის ბოლომდე airBaltic-ის რეისებზე მგზავრებს საშუალება ექნებათ რეგისტრაციის გარეშე უფასო მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლონ.

airBaltic-ის​ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონფიდენციალურობის გამო კონტრაქტის ღირებულება საჯარო არაა.

ამასთან, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Starlink-ის ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით, ავიაკომპანია არ გეგმავს ავიაბილეთების ფასების ზრდას.

Starlink, შექმნილი SpaceX-ის მიერ, უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტით წვდომას მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და გასულ წელს დაიწყო კომერციული თვითმფრინავების მომსახურება მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტით ფრენისას.

550 კილომეტრის სიმაღლეზე დედამიწის ირგვლივ თანამგზავრები, 65-ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე ჩვეულებრივი გეოსტაციონარული თანამგზავრები, Starlink აღწევს გადაცემის მაღალ სიჩქარეს. Starlink-ს შეუძლია უზრუნველყოს 350 მეგაბიტი წამში მაღალ სიჩქარიანი თვითმფრინავის ინტერნეტ კავშირი, რაც საშუალებას აძლევს ყველა მგზავრს ერთდროულად შევიდეს ინტერნეტში სტრიმინგის საშუალებით და განახორციელოს ფრენის დროს ისეთი აქტივობები, რომლებიც ადრე შეუძლებელი იყო – ვიდეო ზარები, ონლაინ თამაშები, ვირტუალური კერძო ქსელები და სხვა.

airBaltic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გაუსმა თქვა, რომ ეს არის ისტორიული მომენტი ავიაკომპანიისა და მთლიანად ინდუსტრიისთვის.