მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარი) ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას ვერ ახერხებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, თურქულმა ავიაკომპანიებმა Turkish Airlines-მა და Pegasus Airlines-მა ბათუმის მიმართულებით რეისები გააუქმეს. ხოლო ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც თელ ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაჯდა. ქუთაისი დაჯდა ასევე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ს თვითმფრინავიც, რომელიც განრიგის მიხედვით კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა.