2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით აეროპორტმა “სტამბოლმა” 33,261 მლნ მგზავრი მიიღო, რომელთაგან 23,626 მლნ მგზავრმა საერთაშორისო რეისებით ისარგებლა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტმა “სტამბოლმა” 11 თვის განმავლობაში 49%-ით მეგი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2020 წლის 11 თვეში.

სტამბულის აეროპორტებიდან გამგზავრებული მგზავრების რაოდენობა წლის პირველ 11 თვეში 49%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს Daily Sabah.

სახელმწიფო აეროპორტების გენერალური დირექტორატის (DHMI) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში “სტამბულის” (İstanbul Havalimanı) აეროპორტში 51 647 რეისი განხორციელდა (72 813 – შიდა და 178 834 – საერთაშორისო).

თავის მხრივ, სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე საბიჰა გოგჩენის აეროპორტმა (İstanbul Sabiha Gökçen Havalimanı) შიდა რეისებზე 14,986 მლნ მგზავრი და საერთაშორისო რეისებზე კი 7,772 მლნ მგზავრი გაატარა. საანგარიშო პერიოდში აეროპორტში 103 516 შიდა და 61 743 საერთაშორისო რეისი განხორციელდა.
რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტს (İstanbul Atatürk Havalimanı) 2019 წლიდან მხოლოდ კერძო და სატვირთო რეისებს იღებს. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათათურქის სახელობის აეროპორტში 37 780 რეისი განხორციელდა, საიდანაც 12 395 რეისი შიდა, ხოლო 25 385 რეისი საერთაშორისო იყო.

მთლიანობაში კი სტამბოლის აეროპორტების მომსახურებით 2021 წლის 11 თვეში 56,20 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლი კვლავაც დიდი ინტერესით სარგებლობს ტურისტების მხრიდან მთელი მსოფლიოდან. 2021 წლის ცხრა თვეში ქალაქს დაახლოებით 5,8 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია.