დუბაიში წასვლის მსურველთათვის სიახლეა. საქართველოს მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრება 8 სექტემბერს შეეძლებათ. უფრო კონკრეტულად, კი, 8 სექტემბერს კომპანია “ვოიაჟერი” იმ მგზავრებისთვის ვისაც დუბაიში სურთ გამგზავრება, ბაქოს მიმართულებით უსაფრთხო კორიდორს აორგანიზებს.
ღირებულებაში შედის:
– თბილისიდან ბაქოს აეროპორტამდე მგზავრობა კომფორტული ავტობუსით;
– ავიაკომპანიის flydubai-ს ცალმხრივი ავიაბილეთი ბაქო-დუბაის რეისზე;
– 20 კგ ბარგი.